კონკურსი გამოცხადდა 2025 წლის 18 დეკემბერს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად.
კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეული
კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი
მეცნიერი თანამშრომელი - 2 საშტატო ერთეულზე
გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი
მეცნიერი თანამშრომელი - 5 საშტატო ერთეული
საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი ბელიაშვილის ქ. №78, II სართული, ოთახი №3;
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: ბრძანება N317/01-01 - 17.12.2025 წ.